ფარდა-ჟალუზების გალერეა 593 55 71 27

გამოთვალეთ პლისე ჟალუზის ფასი

აირჩიეთ დაფარვა, ქსოვილის ნიმუში, ზომები და გამოთვალეთ ფასი.

20%-მდეBlack Fridayფასდაკლება 3 მ²-დან

კალკულატორი

Black Fridayფასდაკლება ითვლება შეკვეთის ჯამური მოცულობით

1დაფარვა*

2ქსოვილის ნიმუში*

ქსოვილის ნიმუშების სანახავად ჯერ დაფარვა აირჩიეთ.

3ზომა*

იცით ზომები?

მიუთითეთ მიახლოებითი სიგანე, სიმაღლე და რაოდენობა.

1
ჩაწერეთ ზომა

📐 ზომა აიღეთ ჩარჩოს შიდა კიდეებს შორის. ერთი ჟალუზის მინიმალური ფართი 1 მ²-ია.

ჯამური ფართი—

ფასის სანახავად აირჩიეთ დაფარვა და მიუთითეთ ზომა.

ფასი საორიენტაციოა, საბოლოო ღირებულება ზომების აღებისას დაზუსტდება.

მოითხოვეთ ზარი

დაგირეკავთ ზომების აღების დროის შესათანხმებლად.

🔒 მონაცემებს მხოლოდ დასაკავშირებლად გამოვიყენებთ · კონფიდენციალურობა

შეინახეთ კალკულაცია: ·

ჩვენი პროდუქცია

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: Messenger · Instagram · 593 55 71 27

დახვეწილი ქსოვილები · პრემიუმ ხარისხი · სრული მომსახურება

რა არის პლისე ჟალუზი?

პლისე ჟალუზი თანამედროვე მზისგან დამცავი სისტემაა, რომელიც გოფრირებული ქსოვილისგან, თქვენი ფანჯრისა თუ კარის ზუსტ ზომაზე მზადდება. ის უშუალოდ ფრთაზე მაგრდება — ასევე ყრუ ფანჯრებსა და ვიტრაჟებზე — და საშუალებას გაძლევთ, სინათლე და პირადი სივრცე ზუსტად ისე მართოთ, როგორც გსურთ.

რატომ ირჩევენ პლისე ჟალუზებს?

ზემოდან-ქვემოთ / ქვემოდან-ზემოთ მართვის შესაძლებლობაჟალუზი ნებისმიერ ნაწილში ჩერდება — სინათლე და პირადი სივრცე ერთდროულად, კომპრომისის გარეშე.
პირადი სივრცე — ბუნებრივი განათებითდაფარეთ ფანჯრის ქვედა ნაწილი ცნობისმოყვარე მზერისგან, ზედა ნაწილიდან კი დღის სინათლე შემოუშვით.
სინათლის ზუსტი კონტროლირბილი, განბნეული შუქიდან სრულ დაბნელებამდე — დაფარვის ხარისხს თავად ირჩევთ.
მსუბუქი, თანამედროვე დიზაინიიდეალურად ერგება ნებისმიერ ინტერიერს.
კომპაქტურიაწეულ მდგომარეობაში ჟალუზი რამდენიმე სანტიმეტრს იკავებს და თითქმის უხილავია.
ენერგოეფექტურიზაფხულში აკავებს სიცხეს, ზამთარში ინარჩუნებს სითბოს.
მზისგან დაცვაზაფხულში ამცირებს ოთახის გადახურებას და იცავს ავეჯს და ფარდებს გახუნებისგან.
ინარჩუნებს ფორმასნაკეცები დიდხანს ინარჩუნებს ფორმას, ჟალუზი კი მარტივად იწმინდება.
ფართო არჩევანიფერები, ტექსტურები და დაფარვის სხვადასხვა ხარისხი.
ფანჯარა და კარი თავისუფლად იღებაჟალუზი ფრთაზე მაგრდება და მასთან ერთად მოძრაობს. ერგება ყრუ ფანჯრებსა და ვიტრაჟებსაც.
გამოთვალეთ ფასი

როგორ ვმუშაობთ

  1. გამოთვალეთ ფასი და დაგვიკავშირდითგამოთვალეთ ფასი აქვე და გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ვებგვერდიდან, მოგვწერეთ Messenger-ში ან Instagram-ზე, ან დაგვირეკეთ.
  2. ზომების აღების ვიზიტიმოვალთ, ზუსტ ზომებს ავიღებთ და კატალოგის მიხედვით სასურველი ნიმუშის შერჩევაში დაგეხმარებით. თბილისში ვიზიტი უფასოა.
  3. დამზადებაჟალუზს თქვენი ფანჯრის და კარის ზომაზე რამდენიმე დღეში დავამზადებთ.
  4. პროფესიონალური მონტაჟიმრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ჟალუზებს დაამონტაჟებს შეთანხმებულ დროს. ანგარიშსწორება ხდება მონტაჟის შემდგომ.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ითვლება ფასი?

ფართი (სიგანე × სიმაღლე) მრავლდება არჩეული ქსოვილის კვადრატული მეტრის ფასზე. ერთი ჟალუზის მინიმალური ფართი 1 მ²-ია. ჯამურ ფართზე 3 მ²-დან მოქმედებს ფასდაკლება, მინიმალური შეკვეთა კი 150 ₾-ია. ფასში შედის მონტაჟის ღირებულებაც.

ზომები არ ვიცი, როგორ მოვიქცე?

აირჩიეთ „არ ვიცი ზომები“ და მიუთითეთ ფანჯრისა ან/და კარის ფრთების რაოდენობა. ფანჯრის ერთ ფრთას დაახლოებით 1 მ²-ად დავითვლით, კარისას — 1.8 მ²-ად, ზუსტ ზომებს ვიზიტისას ავიღებთ.

შემიძლია სხვადასხვა ოთახისთვის სხვადასხვა ქსოვილი ავირჩიო?

რა თქმა უნდა. ჩაწერეთ ყველა ზომა, შემდეგ საჭირო ზომის გვერდით დააჭირეთ „⋯“-ს და აირჩიეთ „ამ ზომისთვის სხვა ქსოვილი“. ფასდაკლება ყველა ჟალუზის ჯამურ ფართზე ითვლება.

ეს საბოლოო ფასია?

არა, კალკულატორი საორიენტაციო ფასს აჩვენებს, თქვენ მიერ მითითებული ზომების საფუძველზე, საბოლოო ღირებულება კი ზომების აღებისას დაზუსტდება.

დამონტაჟების შემდეგ ფანჯარა და კარი გაიღება?

დიახ, პლისე ჟალუზი უშუალოდ ფანჯრის ან კარის ფრთაზე მაგრდება, ამიტომ ფანჯარაც და კარიც თავისუფლად იღება.

როგორ იწმინდება პლისე ჟალუზი?

რეგულარული მოვლისთვის საკმარისია მტვრის მოცილება რბილი ჯაგრისით, მტვრის საწმენდით ან მტვერსასრუტის რბილი საქშენით, დაბალ სიმძლავრეზე. ლაქა გაწმინდეთ ოდნავ ნესტიანი ქსოვილით და ნეიტრალური საპნით, ფრთხილად, გახეხვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში ქსოვილების უმეტესობა ირეცხება ხელით, თბილ წყალში (არაუმეტეს 30°C), მათეთრებლის გარეშე; გააშრეთ ბუნებრივად, ჩამოშვებულ მდგომარეობაში, საშრობის გარეშე.

რამდენ ხანში მზადდება?

ზომების აღებიდან რამდენიმე დღეში, მონტაჟს კი შეთანხმებულ დროს ვაკეთებთ.

როდის ხდება ანგარიშსწორება?

ანგარიშსწორება ხდება მონტაჟის შემდგომ.

სავარაუდო ღირებულება მონტაჟით
შეავსეთ ზომა ფასის სანახავად